საბერძნეთ-თურქეთის კონვენცია მოსახლეობის გაცვლის თაობაზე 1923
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბერძნეთ-თურქეთის კონვენცია მოსახლეობის გაცვლის თაობაზე 1923 – ხელმოწერილ იქნა 30.I.1922-23 ლოზანის კონფერენციაზე. ითვალისწინებდა თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებლური მოსახლეობის (ე. ი. თურქეთის ქვეშევრდომ ბერძენთა) სავალდებულო გაცვლას საბერძნეთში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობაზე (ე. ი. საბერძნეთის ქვეშევრდომ თურქებზე). ლოზანის კონვენციის საფუძველზე თურქეთიდან საბერძნეთში გადასახლდა 1 მლნ 400 ათასი ბერძენი. (საბერძნეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთიდან გაქცეულების ჩათვლით), საბერძნეთიდან თურქეთში კი – 400 ათასი თურქი. ამის შემდეგ თურქეთში კიდევ დარჩა 100 ათასი ბერძენი.