საბერძნეთ-იუგოსლავიის ხელშეკრულება 1929
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბერძნეთ-იუგოსლავიის ხელშეკრულება 1929 – (მეგობრობის, შემთანხმებელი პროცედურის და დავების სასამართლო განხილვის შესახებ), ხელი მოაწერეს 27.III ბელგრადში. დაიდო 5 წლის ვადით, ხელშეკრულება მხარეებს აკისრებდა, ეთანამშრომლათ იმ წესრიგის დასაცავად, რომელიც ბალკანეთზე დაამყარა ვერსალის საზავო ხელშეკრულებათა სისტემამ. იმავდროულად ხელი მოაწერეს საბერძნეთ-იუგოსლავიის რიგ ოქმებს, რომლებიც სალონიკის საკითხს და კერძოდ, იუგოსლავიის მიერ სალონიკის პორტის გამოყენების წესებს შეეხებოდა. ხელშეკრულებამ რამდენადმე ხელი შეუწყო საბერძნეთ-იუგოსლავიის დაახლოებას და ამით გააადვილა ბალკანური ანტანტის ორგანიზების ამოცანა.