საბრძოლო განგაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო განგაში – ნაწილის (ხომალდის) დაუყოვნებლივ მზადყოფნაში მოყვანა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. მონაწილეობას იღებს მთელი პირადი შემადგენლობა მათზე განკუთვნილი იარაღით, საბრძოლო ტექნიკით და მატერიალური საშუალებებით. სამხედრო-საზღვაო ძალებში საომარ პერიოდში, აღნიშნულის გარდა, საბრძოლო განგაში ცხადდება ბაზაში შესვლის (გამოსვლის), ვიწრო გასასვლელებში, რთულ პირობებში ცურვის დროს.