საბრძოლო მოხსენება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო მოხსენება – საანგარიშო-საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ზემდგომ შტაბს წარედგინება.
ჩვეულებრივ, საბრძოლო მოხსენებაში მოცემულია გარკვეული პერიოდის მანძილზე საბრძოლო ამოცანის შესრულების შედეგები. აგრეთვე – აღნიშნულია დაქვემდებარებული შენაერთების, ნაწილების, ქვედანაყოფების, მათი მეზობლების მდგომარეობა და მოქმედებების ხასიათი. ასევე შექმნილი მდგომარეობიდან, მოწინააღმდეგის მოქმედებების შეფასებიდან გამოტანილი დასკვნები, გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებების შესახებ და საჭიროებისამებრ, თხოვნა საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ხელშეწყობის თაობაზე. საბრძოლო მოხსენება შეიძლება იყოს ან არ იყოს სასწრაფო.