საბრძოლო ნაყოფიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ნაყოფიერებაჯარების (ძალების) სხვადასხვა ფორმირების მიერ ან შეიარაღების საშუალებით დროის ერთეულში მოწინააღმდეგისათვის მიყენებული მაქსიმალური ზარალი.

იზომება გასროლის (გაშვების) რაოდენობით, თვითმფრინავ-გაფრენებით, დაზიანებული, თანმხლები ან გამოვლენილი მიზნების რიცხვით, მომზადებული საბრძოლო მასალების რაოდენობით, გადებული ხიდების სიგრძით და ა.შ., რაც დროის ერთეულშია შესრულებული. საბრძოლო ნაყოფიერების მაჩვენებლები გამოიყენება დარტყმების მისაყენებლად სამხედრო ტექნიკის ძალებისა და საშუალებების საჭირო რაოდენობის განსასაზღვრავად, საბრძოლო მასალების, მატერიალური საშუალებების ხარჯის საშუალო-სადღეღამისო ნორმების დასადგენად, საბრძოლო ეფექტურობის შესაფასებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები