საბრძოლო სადაზვერვო მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო სადაზვერვო მანქანა – სადაზვერვო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჯავშნოსანი მუხლუხა ან თვლიანი მანქანა საჯარისო დაზვერვის წარმოებისათვის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასთან და საცეცხლო საშუალებებთან საბრძოლველად, რეკოგნოსცირებისათვის (დაზვერვა, დათვალიერება პირადად მეთაურის მიერ), ორიენტირებისათვის და სხვა.
სადაზვერვო მოწყობილობაში შედის: სათვალთვალო ხელსაწყოები, მიწისზედა მოძრავი მიზნების დაზვერვის რადიოლოკაციური სადგურები, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაზვერვის ხელსაწყოები; ლაზერული, ინფრაწითელი და რადიოლოკაციური საშუალებებით მანქანის დასხივების დეტექტორები; სანავიგაციო საშუალებები.