საბრძოლო საშუალებების მართვის ავტომატიზებული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო საშუალებების მართვის ავტომატიზებული სისტემა – სისტემა „ადამიანი მანქანა“, რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო საშუალებების მართვის ოპტიმიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის ავტომატიზებულ შეგროვებას, დამუშავებას და გადაცემას.

აერთიანებს მიზნების აღმოჩენისა და ამოცნობის, მიზანგანაწილების, გასაშვებად მომზადებისა და გაშვების, ნავიგაციის, დაზიანების საშუალებების დამიზნების, მიზნის რაიონში, დამატებით დაზვერვის დაზიანების, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის კონტროლის საშუალებებს. საბრძოლო საშუალებების მართვის ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს მიზნების ეფექტიან განადგურებას მაღალდინამიკური ვითარების პირობებში. მისი ცენტრალური ელემენტია გამომთვლელი ტექნიკის კომპლექსების სისტემა, რომელიც ამუშავებს საჭირო ინფორმაციას დროის რეალური მასშტაბით და ახორციელებს მართვის ყველა ავტომატიზებულ ფუნქციას. „ადამიანიოპერატორი“ (საბრძოლო ჯგუფეული) ახორციელებს მცირე მოცულობის მართვის ფუნქციებს, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ვითარების ანალიზთან და დაზიანების საშუალებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან.

საბრძოლო საშუალებების მართვის ავტომატიზებული სისტემები ინფორმაციულად ან ტექნიკურად უკავშირდება ჯარების (ძალების) ავტომატიზებული მართვის სისტემას. მას შეუძლია ერთდროულად მართოს არა მარტო ცალკეული საბრძოლო საშუალება ან მათი ჯგუფი, არამედ, ტაქტიკური, ოპერატიული, ოპერატიულ-სტრატეგიული, ან სტრატეგიული დანიშნულების დამრტყმელი საშუალებების მთელი კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ დაზვერვის, მიზანგანაწილების, დამიზნების მაღალეფექტიან საშუალებებს და დაზიანების მაღალი სიზუსტის საშუალებებს სროლის სხვადასხვა სიშორით (მაღალი სიზუსტის იარაღი). საბრძოლო საშუალებების მართვის ავტომატიზებული სისტემის მიერ გადასაწყვეტი ამოცანების მრავალფეროვნება და სირთულე განსაზღვრავს მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობის სხვადასხვაგვარი ტექნიკის, მათ შორის რადიოლოკაციური-ჰიდროაკუსტიკური, ოპტიკურ- ელექტრონული, გამომთვლელი, კავშირგაბმულობის, ტელემეტრიის საშუალებების შეტანის საჭიროებას. საბრძოლო საშუალებების მართვის ავტომატიზებული სისტემის ტექნიკას უყენებენ ოპერატიულობის, დაბროკლება-მედეგობისა და სიცოცხლისუნარიანობის მკაცრ მოთხოვნებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები