საბუეს მაცხოვრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბუეს მაცხოვრის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბუეში, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7.9x5.1 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლ ლი დასავლეთითაა. კარი თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი შესამჩნევად მოკლეა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი ფორმის აფსიდით, რომლის სიღრმე დარბაზის სიგრძის ტოლია, აფსიდის ღერძზე შეისრული თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო, გეგმით თითქმის ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ნიშაა. აფსიდი გადახურულია კონქით. კონქის თაღი შეისრულია. შეისრული ფორმისაა კამარაც, რომლის დასავლეთ კედლის მიმდებარე, საბჯენ, კრონშტაინებზე დაყრდნობილ, თაღზეა დაბჯენილი. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, კედლის წყობაში, ჩასმულია ქვა, ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ჯვრის ქვემოთ, თავისუფალ არეზე, ფრაგმენტულად შემორჩენილი ნუსხური წარწერაა. ფასადები დასრულებულია კუთხით შვერილი აგურების რიგით გამოყვანილი ლავგარდნით. შენობა გადახურული იყო კრამიტით.


წყარო

საბუე და საბუელები : სოფლის ისტორია-საგანძური

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები