საბურღი მანქანა (ხელის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბურღი მანქანა − ტექნოლოგიური მანქანა ძრავით, ყრუ და გამჭოლი ნახვრეტების გასაკეთებლად სხვადასხვა მასალაში: ქვაში, აგურში, მერქანში, ლითონში, რკინაბეტონში, პლასტმასში და სხვ. ამძრავი შეიძლება ჰქონდეს: ელექტრული, პნევმატიკური, ჰიდრავლიკური, მექანიკური, რევერსული და ურევერსო, ერთ- და მრავალსიჩქარიანი, პირდაპირი და კუთხური, ჩვეულებრივი და დარტყმით-ბრუნვითი მოქმედების (საცემელათი). ეს მანქანები ხელის მანქანებს შორის, ყველაზე გავრცელებული სახეობაა და ხშირად წარმოადგენს ბაზისურ უნივერსალურ მანქანას ნაცმის კომპლექტით ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, როგორიცაა: ბურღვა, ნახვრეტის გაფართოება, ნაზოლის მოხსნა, ჭრა, კუთხვილის მოჭრა, კუთხვილური შეერთებების აწყობა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები