საბჭოთა კავშირ-გერმანიის კონფლიქტი 1924

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-გერმანიის კონფლიქტი 1924 – აღმოცენდა ბერლინში სსრკ-ის სავაჭრო წარმომადგენლობაზე პოლიციის თავდასხმის შედეგად. 3.V დაახლოებით 200 პოლიციელი შეიჭრა შენობაში, ჩაატარეს სამუშაო სახლის გაჩხრეკა და დააპატიმრეს რამდენიმე თანამშრომელი. სავაჭრო წარმომადგენლობამ მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განუცხადა პროტესტი. გერმანიის მხარემ პოლიციელების მოქმედება სიტყვიერად ცნო როგორც არაკანონიერი, მაგრამ კვალიფიცირდა პასუხში სცადა მათი მოქმედების გამართლება. საბჭოთა მთავრობა იძულებული გახდა დაეხურა თავისი წარმომადგენლობა გერმანიაში და მოითხოვა: საბჭოთა მთავრობისათვის აუცილებელი ბოდიშის მოხდა, თანამდებობების იმ პირთა დასჯა, რომლებიც იყვნენ არაკანონიერი შეჭრის ინიციატორები და ხელმძღვანელები. მომავალში გერმანიას უნდა მიეცა საბჭოთა მთავრობისათვის პირობა, რომ მსგავსი მოქმედება აღარ განმეორდებოდა. გერმანიის მთავრობამ ძირითადად დააკმაყოფილა საბჭოთა მთავრობის მოთხოვნა. საბოლოოდ კი სავაჭრო წარმომადგენლობის ექსტერიტორიულობის საკითხი გადაწყდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1925 ხელშეკრულებით.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები