საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, კომუნიკე
საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, კომუნიკე
სარჩევი |
1221 წლის 16 მარტს ხელშეკრულება
1221 წლის 16 მარტს მოსკოვში იუსუფ ქემალ-ბეის და გიორგი ჩიჩერინის ხელმოწერით დაიდო „მეგობრობის და ძმობის ხელშეკრულება“. ამ ხელშეკრულებით გაუქმებულად გამოცხადდა ორ ქვეყანას შორის (რუსეთი და ოსმალეთი) მანამდე დადებული ყველანაირი შეთანხმება, აგრეთვე ორივე მხარის მიერ უარყოფილ იქნა ისეთი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ლახავდა რომელიმე მხარის ინტერესებს. ხელშეკრულებით განისაზღვრა თურქეთის ახალი ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი (ყარსის, არდაპანის და ართვინის ოლქების ჩათვლით). მხარეებმა ცნეს 1918 წლის ზავით ბათუმის გადაცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის. იკრძალებოდა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე მხარისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაციების მოღვაწეობა. ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთის მთავრობამ 10 მლნ ოქროს მანეთი აჩუქა თურქეთს, დახმარება გაუწია ტყვია-წამლით, რამაც საბოლოოდ თურქეთის სასარგებლოდ გადაწყვიტა განმათავისუფლებელი ბრძოლის ბედი. ფაქტობრივად რუსეთმა პირველმა ცნო თურქეთის ახალგაზრდა რესპუბლიკა.
მარსის ხელშეკრულება
1921 წლის 13 ოქტომბერს, რსფსრ-ის კარნახით, დაიდო თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის.
ანკარის ხელშეკრულება
1923 წლის 2 იანვარს თურქეთსა და უკრაინის სსრ-ს შორის (მ. ფრუნზე და ქემალ-ბეი), ფაქტობრივად დამტკიცდა 1921 შეთანხმება.
მეგობრობის და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება 1925
1925 წლის 17 დეკემბერს, ხელმოწერილი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების – გ. ჩიჩერინის და თ. რუშთ-ბეის მიერ პარიზში. ფაქტობრივად პირველი „თავდაუსხმელობის პაქტის” ტიპის დოკუმენტი იყო საერთაშორისო დიპლომატიის პრაქტიკაში. 1945 წლის 19 მარტს სსრკ-მა მოახდინა ამ ხელშეკრულების დენონსაცია.
სსრკ-თურქეთის კომუნიკე
1966 წლის 20-27 დეკემბერს სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ა. კოსიგინის შეხვედრებს პრემიერ სულეიმან დემირელთან და პრეზიდენტ სუნაისთან მოჰყვა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც აღიარებული იყო ორი ქვეყნის ურთიერთობის ტრადიციები, განიარაღების, ევროპული თანამშრომლობის იდეები. თურქეთმა მხარი დაუჭირა ვიეტნამის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, ხოლო სსრკ-მა კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიცია დააფიქსირა.