საბჭოთა კავშირ-იაპონიის ერთობლივი დეკლარაცია 1956
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბჭოთა კავშირ-იაპონიის ერთობლივი დეკლარაცია 1956 – დაიდო 19.X. ძალაში შევიდა 12.XII. ამ დეკლარაციით დასრულდა საომარი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის, აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა, განიხილეს მომავალი სავაჭრო-საზღვაო ხელშეკრულებების სისტემა. სსრკ-მა მხარი დაუჭირა იაპონიის მიღებას გაეროში. ორივე მხარემ უარყო ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ, სსრკ-მა ხელი აიღო რეპარაციის მოთხოვნაზე და სამშობლოში დააბრუნა მეორე მსოფლიო ომის გამო სსრკ-ში პატიმრად მყოფი იაპონიის მოქალაქეები.