საბჭოთა კავშირ-იუგოსლავიის ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-იუგოსლავიის ხელშეკრულებები


სარჩევი

ხელშეკრულება მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ

დაიდო 1941 წლის 5.IV მოსკოვში. განაპირობა ცვეტკოვიჩის პროგერმანულად განწყობილი მთავრობის დამხობამ და სიმოვიჩის დეკლარაციამ ნეიტრალიტეტის თაობაზე. გერმანიისაგან აგრესიის საფრთხემ გამოიწვია სსრკ-თან ამ ხელშეკრულების დაუყოვნებლივ დადება, თუმცა მას არ უმოქმედია, ვინაიდან 6.IV გერმანია შეიჭრა იუგოსლავიაში.

ხელშეკრულება მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ომისშემდგომი თანამშრომლობის

დაიდო 1945 წლის 11.IV მოსკოვში 20 წლის ვადით ფაქტობრივად დაირღვა 1948 ურთიერთობების გაუარესების გამო.

ბელგრადის დეკლარაცია

დაიდო 1955 წლის 2.VI. (სსრკ-იუგოსლავიის ურთიერთობათა განახლება). დეკლარაცია აღიარებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას, მსოფლიოს გადანაწილების დაუშვებლობას, თანასწორობას, მშვიდობიანი თანაარსებობის და კოლექტიური უშიშროების პრინციპს, საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებისათვის დახმარებას. დეკლარაციამ აღადგინა ტრადიციული ურთიერთობები.

1962 კომუნიკე

ხელი მოეწერა ბელგრადში 3.X პრეზიდენტ ი. ბ. ტიტოს და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს (პარლამენტის) პრეზიდიუმის თავმჯდომარის ლ. ბრეჟნევის მიერ, მხარეები შეეხნენ საყოველთაო განიარაღების, ეკონომიკური თანამშრომლობის პრობლემას. დაგმეს კოლონიალიზმი და უნდობლობის ატმოსფერო.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები