საბჭოთა კავშირ-კუბის ხელშეკრულებები, კომუნიკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-კუბის ხელშეკრულებები, კომუნიკე


სარჩევი

1960 კომუნიკე

დაიდო 13.II ჰავანაში, ხელი მოაწერეს ფიდელ კასტრო რუსმა (პრემიერ-მინისტრი) და ანასტას მიქოიანმა (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე).

1960 8.V გაფორმდა ერთობლივი კომუნიკე

1960.19.XII კომუნიკე თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკის, კულტურის, ვაჭრობის სფეროებში და ტექნიკური დახმარების შესახებ

ხელი მოაწერეს ა. მიქოიანმა და ე. ჩეგევარამ. აქვე მიიღეს პროტოკოლი საქონელბრუნვის გაზრდის შესახებ. განიხილეს აშშ-ის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

1961.20.IX ერთობლივი კომუნიკე

1961.20.IX დაიდო ლ. ბრეჟნევის და პრეზიდენტ ო. ტორადოს ერთობლივი კომუნიკე. მასში გამოთქმულია სსრკ-ის კმაყოფილება კუბის რევოლუციის მსვლელობის გამო და კუბის ლიდერთა მადლიერება სსრკ-ის მხრიდან აღმოჩენილი უსასყიდლო დახმარებისთვის. ორივე ქვეყანა მიესალმა მიუმხრობლობის მოძრაობის განვითარებას, განიხილეს კუბის გაეროში დაბრუნების შესაძლებლობები.

1962.3.IX-ის კომუნიკე

სსრკ დაეხმარა კუბას მეურნეობის აღსადგენად და აგრეთვე მისივე თხოვნით სამხედრო ძალით და სპეციალისტებით.

1963.23.V ერთობლივი კომუნიკე

ფ. კასტრო რუსი მოსკოვში მხარს უჭერს მარქსიზმ-ლენინიზმს, რაც შედეგია 1962 წლის ოქტომბერში კარიბის ზღვის აუზის კრიზისის კვანძის გახსნისა. ორივე მხარემ დაგმო კოლონიალიზმი და გამალებული შეიარაღება.

1971.22.VI და I.XI ერთობლივი კომუნიკე

გამოხატავს საერთაშორისო პრობლემებთან დაკავშირებით საერთო სულისკვეთებას და დამოკიდებულებას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები