საბჭოთა კავშირ-პოლონეთის ხელშეკრულებები და შეთანხმებები
საბჭოთა კავშირ-პოლონეთის ხელშეკრულებები და შეთანხმებები
რიგის საზავო ხელშეკრულება
დაიდო 1921 წლის 18.III, ერთწლიანი ომის შემდგომ, ანტანტის აქტიური ჩარევით. პოლონეთს გადაეცა დასავლეთი უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია. აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა.
თავდაუსხმელობის ხელშეკრულება
დაიდო 1932 წლის 25.VII მოსკოვში, ვადით 3 პლუს 2. მოგვიანებით ვადა გაგრძელდა 1945-მდე. მაგრამ გერმანია-პოლონეთის შეთანხმების შემდგომ, ძალა დაკარგა და ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებას.
1941 წლის 30.VII ლონდონის შეთანხმება
სიკორსკის პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობას და სსრკ-ის მთავრობას შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა. მოკავშირეობის პრინციპი გერმანიასთან ომში შეიქმნა „განმათავისუფლებელი არმია“ სსრკ-ის ტერიტორიაზე, საბჭოთა სარდლობის ხელმძღვანელობით, გერმანიასთან ომის საწარმოებლად. 4.XII ერთობლივ დეკლარაციაში გამოცხადდა „ომი საბოლოო გამარჯვებამდე”.
1944 წლის 26.VII-ის შეთანხმება
სსრკ-ის ჯარების პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის შემდგომი ურთიერთობების რეგულაცია ადგილობრივ ადმინისტრაციასა და საბჭოთა სარდლობას შორის, დაიდო მოსკოვში ეროვნულ-გამათავისუფლებელ კომიტეტსა და სსრკ-ის მთავრობას შორის. ცნობდა პოლონეთის დამოუკიდებლობას და საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, საომარი მოქმედების ზონაში უზენაესი ძალაუფლება საბჭოთა არმიის ხელთ იქნებოდა ადგილობრივი ადმინისტრაციის შექმნამდე.
ომის შემდგომი, თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების და მეგობრობის ხელშეკრულება
დაიდო 1945 წლის 21.IV მოსკოვში, 20 წლის ვადით. ითვალისწინებდა ყოველმხრივ ურთიერთდახმარებას სამხედრო და ეკონომიკის სფეროში.
1945 შეთანხმებები
შეთანხმებები მოსახლეობის ურთიერთგაცვლის, რეპატრიაციის (6.VII, მოსკოვი), სსრკ-პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის ცვლილებების (16.VIII, მოსკოვი), გერმანიისგან ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების (16.VIII მოსკოვი) შესახებ.
1965 8.IV მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმებები
დაიდო ვარშავაში 20 წლის ვადით, ავტომატური გაგრძელებებით ყოველ 5 წელიწადში, გამსჭვალულია ვარშავის ხელშეკრულების სულისკვეთებით, ითვალისწინებს ყოველმხრივ დახმარებას.