საბჭოთა კავშირ-ჩეხოსლოვაკიის მოლაპარაკებები 1968
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბჭოთა კავშირ-ჩეხოსლოვაკიის მოლაპარაკებები 1968 – მიმდინარეობდა მოსკოვში 23-26 აგვისტოს სოციალისტური ბანაკის 5 ქვეყნის ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეყვანასთან დაკავშირებით. სოციალისტური სოლიდარობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, მოეგვარებინათ ანტიკომუნისტური გამოსვლებით შექმნილი ვითარება. სსრკ-მა პირობა დადო, რომ არ ჩაერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში, თუმცა საბჭოთა ჯარები კიდევ დიდხანს დარჩნენ ჩეხოსლოვაკიაში.