საბჭოთა კავშირ-ჩინეთის შეთანხმებები, ხელშეკრულებები დეკლარაცია და კომუნიკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-ჩინეთის შეთანხმებები, ხელშეკრულებები დეკლარაცია და კომუნიკე


სარჩევი

1924 შეთანხმება პრობლემათა მოგვარების საერთო მიდგომის თაობაზე

დაიდო 31.V პეკინში. აღდგა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობა, შეთანხმება ითვალისწინებდა ურთიერთთანხმობას, ხელშეკრულების დადების, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დროს თავის ტერიტორიაზე პარტნიორისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაციის მოქმედების დაუშვებლობას, ერთობლივი კონფერენციის მოწვევას, საზღვრების სამომავლო დადგენას, ჩანჩუნის რკინიგზის მართვის რეგულირებას. სსრკ-მა უარი თქვა ექსტერიტორიულ უფლებებზე ჩინეთში და კონტრიბუციაზე.

1937 თავდაუსხმელობის ხელშეკრულება

დაიდო პეკინში 2I.VIII, ვადით 5+2, მას შემდეგ, რაც იაპონია შეიჭრა ჩინეთში და ჩახ-კაი-ში იძულებული გახდა დახმარება ეძებნა. ითვალისწინებდა ნეიტრალიტეტს.

1945 ხელშეკრულება მეგობრობის, მოკავშირეობის შესახებ

დაიდო მოსკოვში 14.VIII. ითვალისწინებდა ურთიერთდახმარებას იაპონიის წინააღმდეგ ომში, სეპარატული ზავის დაუშვებლობას. მასში შედიოდა აგრეთვე შეთანხმებები ჩანჩუნის რკინიგზის, პორტ-არტურის თაობაზე.

1950 ხელშეკრულება მეგობრობის, მეკავშირეობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

დაიდო მოსკოვში 14.II,30 წლის ვადით. გომინდანის მთავრობის დამხობის და 1949 წლის I-X ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის ლოგიკური შედეგი. ითვალისწინებდა თანამშრომლობას ყველა სფეროში, სამხედრო მხარდაჭერას აგრესიის შემთხვევაში, კრედიტის მიზნობრივ მიწოდებას.

1954 დეკლარაცია, გამოქვეყნდა პეკინში 2 X.

1956 წლის 7.IV კომუნიკე, გამოქვეყნდა პეკინში

1957 ერთობლივი დეკლარაცია

1958 წლის 3.VII კომუნიკე.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები