საგანგებო მდგომარეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგანგებო მდგომარეობა – სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელსაც ქვეყანაში ან მის ცალკეულ რაიონებში აწესებენ გარე ან შიდა საფრთხისგან დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. გულისხმობს მოქალაქეების, იურიდიული პირების უფლებების და თავისუფლების შეზღუდვას, აგრეთვე მათთვის დამატებითი მოვალეობების დაკისრებას. მთელ რიგ სახელმწიფოებში საგანგებო მდგომარეობას აწესებს ქვეყნის პრეზიდენტი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები