საგარეო ვაჭრობის ბალანსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საგარეო ვაჭრობის ბალანსი - (balance of foreign trade), ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის ნაწილი, რომელშიც ასახულია საქონლის საზღვარგარეთ გატანასა თუ შემოტანასთან დაკავშირებული ოპერაციები, ანუ „ხილული” ექსპორტი და იმპორტი. საგარეო ვაჭრობის ბალანსი „უხილავი” ოპერაციების ანგარიშთან (მომსახურების ექსპორტი და იმპორტი) ერთად ქმნის მიმდინარე ოპერაციების ბალანსს.