საგზაო სამოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგზაო სამოსი – საავტომობილო გზის სამოძრაო ნაწილის მრავალშრიანი კონსტრუქცია, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებისგან იღებს დატვირთვებს და გადასცემს მას მიწის ვაკისს. იგი შეიძლება იყოს ხისტი (რკინაბეტონი) ან რბილი (ყველა დანარჩენი სამოსი), კაპიტალური (ბეტონი, ასფალტბეტონი) ან შემსუბუქებული (ხრეშისა და ღორღის ნარევი ორგანულ შემკვრელზე). თვით სამოსი სამი შრისგან შედგება: საფარი, საფუძველი და საფუძვლის დამატებითი ფენა, რომლის დანიშნულებაა დაიცვას სამოსის ატმოსფეროსთან შეხებაში მყოფი საფარი გაყინვისა (ზამთრის პირობებში) და წყლის მოდინებისგან (ზაფხულის პირობებში).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები