საგნობრივი პროგრამები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგნობრივი პროგრამები — ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამები თითოეულ საგანში. საგნობრივი პროგრამა შედგება საგნის კონცეფციისგან, საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამის შინაარსისგან.

  • საგნის კონცეფცია გულისხმობს კონკრეტული საგნის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებს (როგორც ზოგადად, ისე თითოეული საფეხურის მიხედვით) და მათი შესრულების ძირითად მიმართულებებს;
  • საგნობრივი სტანდარტები - თითოეული კლასის მიხედვით თითოეულ საგანში მისაღწევი შედეგები და ის ინდიკატორები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის, მიღწეულია თუ არა რომელიმე კონკრეტული შედეგი. შედეგების ნაწილის შესრულება ყველა მოსწავლისთვისაა აუცილებელი. სტანდარტებში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. სხვა საქმეა, რომ ყველა მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს.
  • პროგრამის შინაარსი - რეკომენდაციები, თუ რომელი თემების საფუძვლიანი შესწავლით შეიძლება გარკვეული შედეგების მიღწევა თითოეულ საგანში;


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები