სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფი
სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფი
1. სამხედრო-საჰაერო ძალებში – საავიაციო ქვედანაყოფის (ნაწილის) საბრძოლო წყობის ძირითადი ელემენტი, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ობიექტების აღმოსაჩენად და დასაზიანებლად.
სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში შედის, ჩვეულებრივ, ერთი ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი თვითმფრინავები (ვერტმფრენები), რომელთა ეკიპაჟები მომზადებულია მოწინააღმდეგის აღმოჩენის და გამოვლენილი მიზნების გასანადგურებლად. ზოგჯერ სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში შეჰყავთ სხვადასხვა საფრენი აპარატები – ერთნი დაზვერვის და მიზნების აღმოჩენისათვის, მეორენი – მათი დაზიანებისათვის. სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სახმელეთო (საზღვაო), ისე საჰაერო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად;
2. წყალქვეშა ნავების დროებითი ფორმირება, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ხომალდების შენაერთის (ბადრაგის, სადესანტო რაზმის), დაზვერვის,
თვალთვალისა და მისთვის დარტყმების მიყენებისათვის.