სადგომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სადგომი
1. დიდ შენობებში კედლებით (ტიხრებით) გამოყოფილი ცალკე სივრცე სხვადასხვა დანიშნულებით;
2. ქალაქის მუნიციპალური სამსახურის ან საზოგადოებრივი ამხანაგობების მიერ მოწყობილი ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია მოძრავი ტრანსპორტის დასაყენებლად. არსებობს ფასიანი და უფასო სადგომები;
3. ისტორიულ პალეოლითისა და ნეოლითის პერიოდებში ნახევრადპირველყოფილი ადამიანების საცხოვრებელი (თავშესაფარი) გამოქვაბულები ან ქვისა და ხისგან აგებული პრიმიტიული ქოხები;
4. შენობა, რომელიც გათვალისწინებულია შინაური საქონლის (პირუტყვის) სამყოფად.