სადღეღამისო სავალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სადღეღამისო სავალი – მანძილი, რომელსაც მარშის დროს ჯარები დღე-ღამეში გადიან. სადღეღამისო სავალი დამოკიდებულია კოლონების მოძრაობის სიჩქარეზე, მოძრაობის ხანგრძლივობაზე და საბრძოლო მანქანების და ავტომობილების მძღოლების ფიზიკურ შესაძლებლობებზე.
სადღეღამისო სავალი ავტომობილების კოლონებისთვის შეიძლება აღწევდეს 400 კმ-ს, შერეული კოლონებისთვის – 300 კმ-ს. მთებში, ტყიან და დაჭაობებულ ადგილმდებარეობაზე, უდაბნოში და სხვა განსაკუთრებულ პირობებში მოძრაობის საშუალო სიჩქარე და სადღეღამისო სავალი სიდიდე მცირდება.