საენტოლოგია
საენტოლოგია - სიტყვა „საენტოლოგია“ მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან „Science“ - მეცნიერება, და შეიძლება ითარგმნოს როგორც მეცნიერბათმცოდნეობა ან მეცნიერებათმეტყველება. საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელია ამერიკელი ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 - 1986)
სარჩევი |
ისტორია
საენტოლოგიის დამფუძნებელმა ლაფაიეტ რონალდ იჰაბბარდმა ინჟინრის განათლება მიიღო, თუმცა შემდგომ მწერლობას მიჰყო ხელი სათავგადასავლო - მეცნიერულ - ფანტასტიკურ ჟანრში. ერთ დროს ის ჰოლივუდშიც მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰაბბარდი ამერიკის ფლოტში მსახურობდა. ომის შემდეგ კალიფორნიაში ჩავიდა და ნეო-სატანისტურ-ოკულტური სწავლებით დაინტერესდა. ამ სწავლებამ და სამეცნიერო ფანტასტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ჰაბბარდის სწავლებაზე, რომელიც დიანეტიკის სახელითაა ცნობილი.
1950 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა ჰაბბარდის სტატია „დიანეტიკა - სულიერი ჯანმრთელობის თანამედროვე მეცნიერება“, რომელიც ამერიკაში ბესტსელერი გახდა. ამის შემდეგ, 1954 წელს გამოვიდა წიგნი: „საენტოლოგიოა: აზროვნების საფუძვლები“, რომელშიც დიანეტიკა საენტოლოგიის ერთ-ერთ დარგად გამოცხადდა. ამ წიგნის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ში დაარსდა პირველი საენტოლოგიოური ეკლესია.
50-იანი წლების ბოლოს ჰაბბარდი ინგლისში გადასახლდა. 1968 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰაბბარდს და მის უცხოელ მოწაფეებს აუკრძალა ქვეყანაში გაჩერება. მას შემდეგ, რაც ჰაბბარდმა რამდენიმე მთავრობისაგან უარი მიიღო მათ ქვეყანაში შესვლაზე, მან დახურულად გამოაცხადა თავისი ორგანიზაცია, თუმცა კერძო ფლოტის საშუალებით განაგრძო მისიონერული საქმიანობა. 1981 წლიდან ჰაბბარტი საჯაროდ აღარ ჩანდა, ხოლო 1986 წელს გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.
დღეისათვის ჰაბბარდის ორგანიზაცია წარმოადგენს ქვეორგანიზაციების, შვილობილი ორგანიზაციების და შემნიღბავი ორგანიზაციების ჯუნგლებს, რომელშიც გარკვევა ძნელია. ამგვარი სტრუქტურა განპიროვნებულია უმთავრესად იმით, რომ ასეთია მმართველთა სურვილი. ორგანიზაცია მოწყობილთა მკაცრი კონტროლისა და დასჯის პრინციპებზე. რასაც გამუდმებულ მეთვალყურეობას უწევს სექტის უშიშროებას სამსახური „სპეციალურ დავალებათა ორგანიზაცია“ (OSA - Organizaation for Special Aims).
სწავლება
დიანეტიკა, როგორც საენტოლოგიის ნაწილი, მისი ავტორისა და სექტის წევრთა წარმომადგენლების მიხედვით, არის მეცნიერება, რომელიც განმარტავს და ხსნის ადამიანის აზროვნების ფუნქციასა და აგებულებას. ადამიანი შედგება სხეულისაგან, გონებისაგან (Mind) და ტეტანისაგან (Tetan) ანუ სულისაგან. უმთავრესი ადამიანში არის ტეტანი (სული), ვინაიდან ის უკვდავია და ადამიანის სიკვდილის შემდეგ ეძებს ახალ სხეულს.
დიანეტიკის მიხედვით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია „გადარჩენა“. ადამიანური ცხოვრების ისტორია ესაა „გადარჩენათა“ თანმიმდევრობა.
დიანეტიკა ამტკიცებს, რომ გონების დანიშნულებაა გადაჭრას გადარჩენასთან დაკავშირებული პრობლერმები. იმისათვის, რომ გონებამ შესძლოს გადასარჩენად მიმართული ქმედებების სწორად შერჩევა, მას სჭირდება ინფორმაციის მიღება, დამახსოვრება და გამოყენება. ამისათვის იგი დაჯილდოებულია უნარით დაიხსომოს („ჩაიწეროს“) სურათები, რომელსაც გარკვეული ენერგია გააჩნია. იმისდა მიხედვით თუ გონების რომელ ნაწილს აქვს აღბეჭდილი ესა თუ ის სურათი, ამ უკანასკნელის ენერგია შეიძლება იყოს დადებითი, ან - უარყოფითი. გონების ეს ნაწილებია ე.წ. „ანალიტიკური გონება“ („Analytical Mind“) და ე.წ. „რეაქციული გონება“ („Reactive Mind“). ადამიანის რეაქციულ გონებაში აღიბეჭდება ინფორმაცია ე.წ. ენგრამები, რომელსაც ადამიანი ღებულობს ფიზიკური ტკივილის თუ უგონოდ ყოფნის დროს ან სულაც „წინა ცხოვრებიდან“. ასე, მაგალითად ავტოავარიის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის რეაქციული გონება ერთმანეთის თანმიმდევრობით იწერს ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ავტომობილების ხმაური, ხალხის ჩოჩქოლი, პოლიციის სასტვენის ხმა, ხმამაღალი გინება და ა.შ. შესაბამისი ენგრამე შედგება ამ შეგრძნებათა ჯამისაგან, სადაც თითოეული შეგრძნება ერთმანეთის ტოლია. ანუ თუ შემდგომში განმეორდება ამგვარ შეგრძნებათა საკმარისი თანმიმდევრობა, - მაგალითად გაიგონებს პოლიციის სასტვენის ხმას და ხმამაღალ გინებას, - ადამიანი სრულად შეიგრძნობს ყველაფერ იმას, რაც შესაბამის ენგრამეშია მოცემული. ანუ მოხდება ძველი ენგრამეს რესტუმილაცია. აქედან გამომდინარე, დიანეტიკა ამტკიცებს, რომ სწორედ ენგრამეა ის ერთადერთი მიზეზი, რომელიც იწვევს გონების გადაცდენებს (ე.წ. აბერაციებს) და ფსიქოსომატიურ დაავადებებს.
ამ სწავლებიდან გამომდინარეობს საენტოლოგთა პრაქტიკა, რომლის არსიც ასეთია: რადგან ადამიანში გროვდება უარყოფითი აბერაციები, იგი დამთრგუნველად მოქმედებს რა „ანალიტიკურ გონებაზე“ ხელს უშლის ადამიანს მიაღწიოს სრულ თავისუფლებას. საენტოლოგიის „ამოცანაა“ სრული თავისუფლების მოპოვება. ამისათვის საჭიროა წაიშალოს უარყოფითი ენგრამები, რისთვისაც სპეციალური ტექნოლოგიაა შემუშავებული.
როგორც საინტოლოგიები ირწმუნებიან, ენგრემებისგან გათავიასუფლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და პრაკტიკულად ადამიანის მთელ ცხოვრებას მოიცავს. ადამიანი ჯერ აღწევს განთავისუფლების პირველ საფეხურს და ის ხდება სუფთა (წმინდა - Clear), ხოლო შემდეგ ის აღწევს საფეხურს OT (Operating Tetan-ქმედითი გონება). OT-ს მოპოვებული აქვს სრული სულიერი თავისუფლება, სრულად აკონტროლებს თავის სხეულს და ფლობს სრულყოფილ ცოდნას გარესამყაროს შესახებ.
ყოფა
ყოველი საენტოლოგის ცხოვრების ცენტრში უნდა იყოს ორგანიზაცია. ის ან მუშაობს საენტოლოგიის ერთ-ერთ ფილიალში (ან ფირმაში), ან დადის კურსებზე. კურსებზე სიარული აუცილებელია. მათი თანმიმდევრობა უსასრულოდ გრძელდება. შესაბამისად იზრდება ფასიც მანამ, ვიდრე საენტოლოგიის მსხვერპლის მთელი ქონება ორგანიზაციის ანგარიშზე არ გადავა. სრულ გაკოტრებამდე მისული ადამიანი რჩება ქუჩაში უნუგეშოდ; მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მმართველი სისტემისკენ გზის გაკვლევას.
მისიონერული საქმიანობა
საენტოლოგთა სექტა აქტიურად იყენებს მარკეტინგის უახლეს მეთოდებს. დამიანის სექტაში მიზიდვისთვის მრავალი ხერხი გამოიყენება: კარდაკარ სიარული, წერილობით მიმზიდველი სამუშაოს შეთავაზაბა, უფასო ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება და სხვა. ასევე ქუჩაში, განსაკუთრებით კი დიდ მაღაზიებთან აგიტაცია და დიანეტიკის წეიგნების გაყიდვა. საენტოლოგთა შესანიღბი ფირმები აცხადებენ თანამშრომელთა მიღებას, ავსებინებენ მათ იგივე ანკეტებს, როგორსაც საენტოლოგთა ეკლესიის წევრობის მსურველები ავსებენ, შემდეგ კი ახალ „თანამშრომლებს” აიძულებენ კურსებზე იაროს.
ფართოდ გამოიყენება სექტაში ახალ წევრთა ჩაბმის სხვა მეთოდებიც. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ის, ვისაც სამსახურში თქვენი დაწინაურების, დაქვეითების ან სულაც დარჩენის ბედი აბარია, გაძლევთ გამუდმებულ რჩევას მონაწილეობა მიიღოთ სემინარის მუშაობაში ან იაროთ ადამიანებთან ურთიერთობის უნარის ასამაღლებელ კურსებზე. თქვენ რა თქმა უნდა, არც გაქვთ არჩევის საშუალება, რადგან დღეს ასე ჭირს სამსახურის შოვნა. სემინარის ორგანიზატორები დეტალურად შეისწავლიან თქვენი ჯანმრთელობისა და ფსიკის მდგომარეობას. თქვენ, არ გექნებათ საშუალება სემინარის განმავლობაში იქონიოთ კონტაქტი თქვენს ოჯახთან, თქვენ აგიხსნიან, რომ ეს და სხვა აკრძალვები აუცილებელია თქვენივე წარმატებებისათვის. გარდა აღნიშნულისა თქვენ აკრძალული გექნებათ: მიიღოთ დამატებითი საკვები ან სითხე, გაესაუბროთ ვინმეს სემინარისათვის განკუთვნილი ოთახის გარეთ, გამორიცხულია სემინარზე დაგვიანების შესაძლებლობა, და ეს მაშინ, როცა თქვენ ჩამორთმეული გაქვთ საათის ტარების უფლება. ამგვარად შევიწროებულსა და დათრგუნულს, სემინარის დამასრულებელ ეტაპზე, თქვენ კვლავ გეძლევათ საშუალება დატკბეთ გემრიელი და უხვი საკვებით, მონაწილეობა მიიღოთ ჯგუფთან ერთად საინტერესო სავარჯიშოების შესრულებაში. თქვენ ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფი ტოვებთ სემინარს და იღებთ გადაწყვეტილებას, კვლავაც მიიღოთ მონაწილეობა მის მუშაობაში, იგივეს ურჩევთ თქვენს ახლობლებსაც.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარი მეთოდი გავლენას ახდენს დასაქმების პოლიტიკაზე. ადამიანები, რომლებიც ამგვარი სემინარების სერვისით სარგებლობენ სამსახურში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას ხელმძღვანელობენ პრინციპით: „როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში ჩემი მასწავლებელი?“ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი შეხედულებები სრულ შესატყვისობაში მოდის მასწავლებლისა და, რაც მთავარია, იმ დამქირავებლის შეხედულებებთან, ვინც თქვენ რეკომენდაცია მოგცათ მონაწილერობა მიგეღოთ სემინარის მუშაობაში. ამრიგად, სექტის წევრთა საქმიანობა საბოლოოდ მიმართულია იქეთკენ, რათა ჩამოყალიბდეს აზროვნების ერთიანი ტოტალიტარული სისტემა.
საენტოლოგთა სასამართლო პროცესი
ჟან-ჟაკ მაზიერს (Mazier), მრავალი წლის განმავლობაში საენტელოგიის ფილიალიას პრეზიდენტს ლიონში, 1996 წლის 22 ნოემბერს მიესაჯა სამი წლით პატიმრობა, აქედან ნახევარი უპირობოდ, და ფულადი ჯარიმა 500 000 ფრანგული ფრანკის ოდენობით. სხვა მსჯავრდებულ საენტოლოგებს, მათ შორის ერთ კათოლიკე მღვდელს, რომელმაც საენტოლოგიოური იერარქიის OT მე-8 საფეხურს მიაღწია, მიესაჯა შედარებით ნაკლები სასჯელი - პირობითი პატიმრობა და უფრო მცირე ფულადი ჯარიმა.
საქმის ისტორია ასეთია: 1988 წლის 24 მარტს პატრიკ ვიკმა (Patrice Vic), ახალგაზრდა ტექნიკოს-მხაზველმა, ორი შვილის მამამ, სიცოცხლე, მოისწრაფა. იგი ნახევარი წლის განმავლობაში ეცნობოდა საენტოლოგიას. პატრიკ ვიკი ტესტის მიხედვით შეფასდა როგორც განადგურების პირას მდგომი ადამიანი და განმეორებით იქნა აუდიტირებული. გაუმჯობესების მაგიერ, იგი უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. მას ურჩიეს, სასწრაფოდ ჩაეტარებინა განწმენდის კურსი2. პატრიკს ყოველ საღამოს ურეკავდნენ სახლში. მან მთელი თავისი ფული უკვე დახარჯა საენტოლოგებთან, ამიტომ ახლა სესხი უნდა აეღო ბანკიდან. ერთ საღამოს მასთან სახლში მივიდა საენტოლოგთა შეფი მაზიერი (Mazier), რომელიც მას მეორე დღისათვის ბანკიდან სესხად 30000 ფრანკის გამოტანას აიძულებდა, მის ცოლს კი საკუთარი ხელფასით ქმრის ხარჯების გადახდას. ქალბატონი ვიკი უარზე იყო: „ეს ნამდვილი სიგიჟეა“ - პასუხობდა ის. როცა მაზიერი ბოლოს და ბოლოს წავიდა, ახალგაზრდა მამა, პატრიკ ვიკი, უკვე საბოლოოდ იყო გამოსული მწყობრიდან; მას აღარ შეეძლო დაძინება - და იგი მეთორმეტე სართულიდან გადმოხტა.
მისმა დაბნეულმა ქვრივმა რამდენიმე თვის მერე საჩივარი აღძრა ამ საქმესთან დაკავშირებით. საქმის ძიება ხუთ წელს გარგძელდა. საენტოლოგიის ცენტრის ადგილსამყოფელები ლიონსა და პარიზში გამომძიებლის ბრძანებით პოლიციური მეთოდით იქნა შემოწმებული. შედეგი: 25 სქელი ტომი საგამოძიებო აქტებისა. ნაპოვნი იქნა ოქროს ზოდები, საინტერესო საბანკო ამონაწერები და საენტოლოგიის ცენტრის მიერ ყოველდღიურად ლოს ანჯელესში ფაქსით გაგზავნილი საგანგებო ბრძანებები, ასევე ცენტრის ფრანგული ფილიალების ანგარიშები. საენტოლოგები მიმართავდნენ საქმის გაჭინაურების მათთვის კარგად ცნობილ ხერხს. მოთხოვნა მოთხოვნაზე შედიოდა, ითხოვდნენ გამომძიებლის საქმიდან ჩამოცილებას. შეიტანეს საჩივარი პოლიციელების მისამართითაც, მაგრამ ამგვარი ღონისძიებებით შედეგს ვერ მიაღწიეს. ერთ ექიმს, ფსიქიატრიული დასკვნის გამცემს, უჩივლეს ექიმთა პალატაში, მაგრამ არც ამას მოჰყოლია მათთვის სასურველი შედეგი, მასზე მეთვალყურეობა დააწესეს, ჭორების გავრცელება დაიწყეს, მოიპარეს მისი ფოსტა... ექიმმა უჩივლა საენტოლოგებს და მოიგო კიდეც ეს საქმე.
მიუხედავად ამისა, გამოძიება ორი წლის განმავლობაში მაინც დახურული იყო. ამ საქმის პირველი გამომძიებელი თავის სამსახურეობრივ კარიერას ჩამოაშორეს და სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, ახლად დანიშნულ გამომძიებელს კი მოთმინებით უნდა ექექა სქელტანიანი აქტები იმისათვის, რომ საქმეში გარკვეულიყო. ბოლოსდაბოლოს დაინიშნა სასამართლო პროცესი - იგი დაიწყო 30 სექტემბერს და გაგრძელდა 8 ოქტომბრამდე - ბატონი ვიკი უკვე რვანახევარი წლის გარდაცვლილი იყო.
ქალბატონი ვიკის გარდა 29 ადამიანმა შეიტანა საჩივარი საენტოლოლოგთა მისამართით მოტყუებისა და სულიერი ძალადობის მოტივით. ერთი წლის მანძილზე საენტოლოგებმა შესძლეს დაერწმუნებინათ მომჩივართა უმეტესობა, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, უარი ეთქვათ სარჩელზე. შვიდი შეუვალი ადამიანი აგრძელებდა საქმეს და ცდილობდა წარმოეჩინა საკუთარი წამების გზა.
საენტოლოგებმა საგამოძიებო საქმიანობნის დაწყებამდე და მის განმავლობაშიც ლიონში უზარმაზარი კამპანია წამოიწყეს: გამოჩნდნენ საენტოლოგიის მომხრე ადამიანები, მოეწყო ღია კარის დღე, მომსვლელები დაასაჩუქრეს სარეკლამო ბროშურებით; იქ მყოფ ჯურნალისტებს დაურიგდათ საჩუქრების პაკეტები: რონ ჰაბბარდის 800 გვერდიანი უძვირფასესი გამოცემა საენტოლოგიის სასწაულ-მოქმედებათა შესახებ, რომელიც მორთული იყო ბრწყინვალე ვარსვლავების - ჯონ ტრავოლტას, ტომ კრუზის, ჩიკ კორეას, ჯულია მიგენესისა და მრავალ სხვათა ფერადი ფოტოებით; ყველაფერი ეს შემკული იყო რეცენზიებით, რომლის მიხედვითაც რონ ჰაბბარდი ყველა დროის უდიდესი ფილოსოფოსების დონეზე იყო დაყენებული - თუ უფრო მაღლა არა - როგორც კაცობრიობის უდიდესი სასწაულმოქმედი და ა.შ. ყველაფერ ამას ახლდა ვიდეოკასეტაც.
რესკონფერენციაზე მსაენტოლოგიის კრიტიკოსებს ჩვეული ხერხებით დასხნენ თავს, როგორც ფანატიკოსების, ჯადოქრებზე მონადირეებს და გესტაპოს შთამომავლებს. მათი თქმით, საენტოლოგიის წინააღმდეგ მიმართული იქნა სხვადასხვა ბოროტი ძალების - დანაშაულებრივი ფსიქიატრებისა და ინტერპოლის - მიერ შექმნილი, ანტიმეცნიერული, სექტების მოწინააღმდეგეთა მთელი წრე, ამ ბნელ ძალებს საშუალებებიც შეუერთდნენო - ამტკიცებდნენ საენტოლოგები.
განსაკუთრებით საინტერესო იყო საენტოლოგების მოწმეთა - ბრაიან ვილსონის (ინგლისი), ფრანგ ა. ფლინისა (ვაშინგტონი), და იტალიელი მასიმო ინტროვინიეს გამოსვლები, რომელთაგან უკანასკნელი თავის თავს „კონსერვატიულ კათოლიკეს“ უწოდებდა. იგი გაკვირვებული კითხულობდა: „თვითმკვლელობა? რა არის აქ გასაკვირი? რამდენი თვითმკვლელობის ფაქტია ფრანგული პოლიციის რიგებში ანდა იტალიის სასულიერო სემინარიაში?“...
ექვსკვირიანი ფიქრის შემდეგ სასამართლომ მაზიერი დამნაშავედ სცნო პატრიკ ვიკის სიკვდილში. მისი მოქმედებები ბატონ ვიკის სიკვდილის პირდაპირ მიზეზად იქნა გამოცხადებული. მარკ ბრომბერგი, ამ დროს საენტოლოგთა წარმომადგენელი საფრანგეთში, აცხადებდა, რომ ეს იყო „პოლიტიკური განაჩენი“.
გამოძიებამ გამოაშკარავა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის თანხები. მარტო ლიონში საენტოლოგებს სხვადასხვა ბანკებში გახსნილი ჰქონდათ 15 საბანკო ანგარიში. მღვდელმა აღიარა, რომ მას საენტოლოგებისთვის ფული გადაჰქონდა საზღვარგარეთ. აქ გამოძიებას საქმე ჰქონდა მთელ რიგ დანაშაულებრივ ქმედებებთან, განსაკუთრებით ფინანსური ხასიათისა, რომლებიც ჯარიმას ექვემდებარებოდა. გამოძიებამ, გამოაშკარავა აგრეთვე დანაშაულებრივი მოქმედებები ზეგავლენის მოხდენისა და მეთვალყურეობის გაწევის სფეროებში.