საერთაშორისო დღე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო (მსოფლიო) დღე – აღინიშნება ყოველწლიურად, მსოფლიო თანამეგობრობის ცხოვრებაში გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, კაცობრიობის წინაშე არსებული მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემებისადმი ყურადღების გამახვილების და ამ პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით.

საერთაშორისო დღე ცხადდება საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ფორუმებზე, რომელშიც აქტიურ როლს ასრულებს გაერო და მისი სპეციალიზებული ორგანოები. 7 აპრილი – ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა, 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, 24 ოქტომბერი – გაეროს საერთაშორისო დღე და ა.შ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები