საერთაშორისო კონტროლი ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო კონტროლი ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე – დაწესდა 1912-71 დადებული მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. პირველი საერთაშორისო კონფერენცია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ (კომისია ოპიუმის შესახებ) გაიხსნა შანხაიში 1909, რომლის მუშაობის შედეგად, 1912 ჰააგაში მიიღეს ნარკოტიკებზე კონტროლის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ისტორიაში პირველი საერთაშორისო კონვენცია ოპიუმის შესახებ (ჰააგის კონვენცია 1910). 1920-31 ერთა ლიგის ფარგლებში შეიმუშავეს და მიიღეს შეთანხმებები ოპიუმისა და სხვა საშიში ნივთიერებების წარმოება-გამოყენებასა და ვაჭრობაზე კონტროლის შესახებ. ამ სფეროში არსებული ხელშეკრულებითი ნორმების უნიფიკაციისა და კოდიფიკაციის, საერთაშორისო კონტროლის მექანიზმის გამარტივების მიზნით 1961 გაეროს ფარგლებში მიიღეს ერთიანი კონვენცია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომელიც შევიდა ძალაში 31.XII 1964 და შეცვალა ხსენებული შეთანხმება ნარკოტიკების შესახებ.

კონვენცია ითვალისწინებს სახელმწიფოთა მიერ მკაცრი კონტროლის გატარებას თავის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების დამზადებაზე, განაწილებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე და მათ გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებით, ასევე წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობას ამ სფეროში. 1971 გაეროს ეგიდით შემუშავდა და ხელი მოეწერა კონვენციას ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ რომელიც ძალაში შევიდა 16.VIII.1976.

ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საერთაშორისო კონტროლის ორგანოებია კომისია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ და საერთაშორისო კომიტეტი ნარკოტიკებზე კონტროლის შესახებ. კომისია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ შეიქმნა ეკოსოსის მიერ, წარმოადგენს მის ფუნქციონალურ კომისიას და შედგება ეკოსოსის მიერ არჩეული გაეროს წევრი ქვეყნების 40 წარმომადგენლისაგან. საერთაშორისო კომიტეტი ნარკოტიკებზე კონტროლის შესახებ შეიქმნა 1964, შედგება ეკოსოსის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 13 წევრისაგან. 1984 გაერიოს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 3 რეზოლუცია ნარკოტიკულ საშუალებებზე საერთაშორისო კონტროლის გაძლიერების შესახებ. 1990 ძალაში შევიდა გაეროს კონვენცია ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების არაკანონიერი ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები