საერთაშორისო კონფერენციები
საერთაშორისო კონფერენციები – სახელმწიფოების, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა ამა თუ იმ საკითხის განხილვის და გადაწყვეტილების (რეკომენდაციის) მიღების მიზნით, რომლის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
კონფერენცია შეიძლება იყოს სხვადასხვა სახელწოდების (კონგრესი, თათბირი, ფორუმი და ა.შ), რასაც იურიდიული მნიშვნელობა არა აქვს. საერთაშორისო კონფერენციები შეიძლება იყოს სამთავრობო და არასამთავრობო, უნივერსალური და რეგიონული. იწვევს ერთი სახელმწიფო, სახელმწიფოთა ჯგუფი ან საერთაშორისო ორგანიზაცია. კონფერენციას ხსნის მიმღები სახელმწიფოს ან კონფერენციის მომწვევი ორგანიზაციის წარმომადგენელი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, უბრალო ან კვალიფიციური, ან კონსენსუსის გზით.