საერთაშორისო კოსმოსური სამართალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საერთაშორისო კოსმოსური სამართალი – იურიდიული ნორმების და პრინციპების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) საქმიანობას კოსმოსურ სივრცეში, მთვარეზე და სხვა პლანეტებზე. წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარგს და ეფუძნება მის ზოგად და სპეციალურ პრინციპებს.
ძირითადი დოკუმენტებია:
- 1967 წლის ხელშეკრულება კოსმოსის შესახებ,
- 1968 წლის შეთანხმებაკოსმონავტების გადარჩენის შესახებ,
- 1979 წლის შეთანხმება მთვარეზე და სხვა პლანეტებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ და სხვა.