საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი პალატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი პალატა – ერთა ლიგასთან არსებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო 1922-40. ფორმალურად შეწყვიტა ფუნქციონირება 1946. ადგილმდებარეობა – ჰააგა.
პალატა შედგებოდა ჯერ 11, ხოლო შემდეგ 15 მოსამართლისაგან, რომელთაც ირჩევდა ერთა ლიგის საბჭო და ასამბლეა 9 წლის ვადით. პალატის საქმიანობას არეგულირებდა მისი სტატუტი 16.XII.1920 და რეგლამენტი. საერთაშორისო დავებზე გადაწყვეტილებათა გამოტანის გარდა პალატა აკეთებდა კონსულტატიურ დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე ერთა ლიგის საბჭოსა და ასამბლეის თხოვნით. არსებობის მანძილზე პალატამ განიხილა 37 დავა და გამოიტანა 28 საკონსულტაციო დასკვნა.