საერთაშორისო სავაჭრო პალატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო სავაჭრო პალატა – (ინგლ. International Chamber of Commerce, ICC), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შეიქმნა 1920 პარიზში საერთაშორისო სავაჭრო კონფერენციის 1919 გადაწყვეტილების შესაბამისად. აერთიანებს 96 ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.

სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ორგანოებია: კონგრესი, რომელსაც, როგორც წესი, 2 წელიწადში ერთხელ იწვევენ, და საბჭო. საერთაშორისო სავაჭრო პალატის შტაბ-ბინა პარიზშია, განყოფილებები – ნიუ-იორკში, ჟენევასა და ბანგკოკში. საერთაშორისო სავაჭრო პალატას მჭიდრო კონტაქტები აქვს მთელ რიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები