საერთაშორისო ურთიერთობათა თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ურთიერთობათა თეორია – მეცნიერება, რომელიც სწავლობს და ასახავს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას, მის შემადგენელ ელემენტებს, ფაქტორებს, მამოძრავებელ ძალებს, მის ცვლილებასა და განვითარებას.

საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის შესწავლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოთა საგარეო-პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების, პოტენციალის, ძალთა თანაფარდობის, საგარეო ურთიერთობებზე ზეგავლენის მექანიზმების, საერთაშორისო კრიზისების ჩასახვის, განვითარებისა და გადაჭრის შესწავლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანუ საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაზე დაყრდნობით უნდა იქმნებოდეს სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური კურსის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ძირითადი ხაზი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები