საერთაშორისო უსაფრთხოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო უსაფრთხოება – საერთაშორისო მდგომარეობა, რომლის პირობებშიც უზრუნველყოფილია მსოფლიოს ხალხების, სახელმწიფოების, სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებების სტაბილური განვითარება და თანამშრომლობა, ყოველი მათგანის სასიცოცხლო ინტერესების საიმედო დაცვა.

ყალიბდება ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საფუძველზე. საერთაშორისო უსაფრთხოება მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, სამხედრო და სხვა განზომილებებს. იგი გულისხმობს

  • სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას;
  • ქვეყნების, ხალხების თავისუფალ და თვითმყოფად განვითარებას;
  • გარემოს შენარჩუნებას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
  • ადამიანების, კაპიტალის, ინფორმაციის გადაადგილების თავისუფლებას;
  • მოქალაქეების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას და სხვა.

XXI საუკუნეში მდგრადი საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველია საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმის აქტივიზაცია, ყველა სახელმწიფოს მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დაცვა, თანამედროვეობის ახალი საფრთხეების და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი ქმედება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები