საერთო-საჯარისო ტაქტიკური ჯგუფები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთო-საჯარისო ტაქტიკური ჯგუფები – დროებითი სამხედრო ფორმირებები, რომლებიც იქმნება ტაქტიკურ რგოლში საერთო-საჯარისო ბრძოლის საწარმოებლად. საერთო-საჯარისო ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობა დამოკიდებულია დასახულ საბრძოლო ამოცანაზე, ადგილზე საბრძოლო წყობაში, ვითარებაზე და სხვა.

მათ საფუძველს, ჩვეულებრივ, შეადგენენ მოტოქვეითი (მექანიზებული), სატანკო (ჯავშანსატანკო), საჰაერო-სადესანტო, აერომობილური და ა.შ. ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც გაძლიერებულია ჯარების სხვა გვარეობის და სპეციალური ჯარების ქვედანაყოფებით. დივიზიაში შეიძლება შეიქმნას ბრიგადის, ბრიგადაში (პოლკში) – ბატალიონის, ბატალიონში – ასეულის ტაქტიკური ჯგუფები. ზოგიერთი სახელმწიფოს (აშშ, დიდი ბრიტანეთი) სახმელეთო ჯარებში საერთო-საჯარისო ტაქტიკური ჯგუფების შექმნა განსაზღვრულია შენაერთების და ნაწილების ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები