საესტრადო ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საესტრადო ხელოვნება – ხელოვნების სახე, რომელიც აერთიანებს დრამატული და ვოკალური ხელოვნების, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ცირკის, დრამატურგიის ე. წ. მცირე ფორმებს. ესტრადის მსახიობის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მოქმედების ხანმოკლეობა, გამომსახველობითი საშუალებების ლაკონიურობა; მხატვრული კითხვის დარგში – პოლიტიკური მიზანმიმართულება, იუმორისა და სატირის ელემენტების სიჭარბე.

საესტრადო ხელოვნების ძირითადი ფორმაა კონცერტი. მასში ერთმანეთს ენაცვლება ცალკეული ნომერი, რომლებსაც აერთიანებს პროგრამის წამყვანი ან კონფერანსიე. საესტრადო ხელოვნების საწყისები დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან, მოედნის თეატრის წარმოდგენებთან. საესტრადო ხელოვნების პროფესიული განვითარება დაიწყო XIX საუკუნის საფრანგეთში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები