სავარაუდო დაზიანება (მიზნის)
სავარაუდო დაზიანება (მიზნის) – რიცხობრივი სიდიდე, რომელიც გამოხატავს მიზნის დაზიანების შესაძლებლობებს სროლის (დაბომბვის) მოცემულ პირობებში. ერთეული, წერტილოვანი მიზნების დაზიანების ეფექტურობის მაჩვენებელი.
გამოიხატება 0-დან 1-მდე რიცხვით (0-დან 100 %-მდე). 0-ის ტოლი ალბათობის შემთხვევაში დაზიანება შეუძლებელია, 1-ის დროს აბსოლუტურად გარანტირებულია. დამოკიდებულია მიზნის ხასიათზე, გამოყენებული საბრძოლო მასალების რაოდენობაზე, ხარისხსა და საბრძოლო გამოყენების პირობებზე, გაფანტვის სიდიდეზე, სროლის მომზადების და წარმოების დროზე და სხვა. ძირითადად გამოიყენება მიზნის დაზიანებისთვის საჭირო საბრძოლო მასალების რაოდენობის გამოთვლის დროს, სროლის ეფექტურობის შეფასებისა და შედარებისთვის და ა.შ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017