სავლაკი
სავლაკი – რომაელი ავტორი პლინიუსი, მას იხსენიებს, როგორც აეტის შთამომავალს და საოცრად მდიდარ ხელმწიფეს. უცხოვრია ეგვიპტელი ფარაონის სესოსტრის დროს და დაუმარცხებია კიდეც იგი. აქ აშკარა აღრევაა:თუ სავლაკი აეტის შთამომავალია, მაშინ ის ვერც ერთი სესოსტრისის (სენუსრეთის დროს ვერ იმეფებდა (სესოსტრისის I, II, და III-XII დინასტია, ძვ. წ. 1991-1786 წწ,). ბერძენი ავტორის ჰეროდოტეს თქმით, სეოსტრისს თურმე კოლხეთი დაულაშქრავს. რამდენად შეეფერება ყოველივე სიმართლეს, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, სავლაკმა დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ.
ყოველივე აღნიშნული შესაძლოა შეჯერდეს შემდეგნაირად: სავლაკი კოლხთა (კოლხა) მეფეა აეტამდე, ხოლო ეგვიპტელებმა აზიის ჩრდილოეთი პერიფერია დალაშქრეს. კოლხებმა რომელიღაც აზიურ (ხურიტულ) გაერთიანებასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს მათ.