სავოიელი ევგენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ევგენი სავოიელი - (Eugen von Savoyen (1663-1736), ავსტრიელი მხედართმთავარი, გენერალისიმუსი (1697). მისი მეთაურობით ავსტრიის ჯარებმა იტალიაში დაამარცხეს ფრანგები, უნგრეთში – ოსმალები (1697). ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში
ევგენი სავოიელმა 1704, 1706, 1709 წლებში გამარჯვებები მოიპოვა ფრანგებსა და ბავარელებზე, მაგრამ 1712 წელს დამარცხდა ფრანგებთან ბრძოლაში დენენთან. ავსტრია-თურქეთის ომის დროს დაამარცხა ოსმალები და აიღო ბელგრადი (1717). 1703 წლიდან სამხედრო, ხოლო შემდეგ საიდუმლო საბჭოს თავმჯდომარე იყო ვსტრიის იმპერატორის კარზე, დიდ გავლენას ახდენდა ავსტრიის საგარეო პოლიტიკაზე.