საზოგადოებრივი ოპტიმუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზოგადოებრივი ოპტიმუმი - (social optimum), საზოგადოების რესურსების ისეთი განლაგება, წარმოებისა და პროდუქციის განაწილების ისეთი სტრუქტურა, რომელიც „საუკეთესოა” დასახული მიზნების მისაღწევად. ეს ცნება ფართოდ გამოიყენება კეთილდღეობის ეკონომიკურ თეორიაში, როდესაც განიხილება არჩევანი სხვადასხვა სიტუაციას შორის, რომელთაგანაც თითოეული ოპტიმალურია პარეტოს მიხედვით (ე.ი. თითოეულ ამ სიტუაციაში ერთი ინდივიდის კეთილდღეობის ზრდა არ აქვეითებს მეორის კეთილდღეობის დონეს). საზოგადოებრივი ოპტიმუმი არის საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფუნქცია, გამოხატოს საზოგადოების კეთილდღეობა მთლიანად, ისევე, როგორც მისი შემადგენელი ინდივიდებისა. პარეტოს მიხედვით, ყველა ოპტიმალური სიტუაციიდან შეიძლება აირჩეს საუკეთესო, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ოპტიმუმს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები