საზოგადოებრივი სივრცე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზოგადოებრივი სივრცე – საერთო სარგებლობაში არსებული სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოსურნე პირისთვის, საკუთრების ფორმის განურჩევლად, გარკვეული მოხმარებითი რეჟიმებით ან მათ გარეშე. ასეთი სივრცის მოხმარებითი რეჟიმი შეიძლება განსაზღვრული იყოს: საფასურით, ბილეთით, მოსაწვევით, საშვით ან სხვა სახით. ასეთი სივრცე, ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს და ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციებს.
საზოგადოებრივ სივრცეს მიეკუთვნება: ქუჩა, გზა, მაგისტრალი, ჩიხი, ტროტუარი, გაზონი, ბაღი, სკვერი, წყლის სარკე, ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა, საზოგადოებრივი გზა, სერვიტუტი და სხვა.