საზომთა მეტრული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზომთა მეტრული სისტემა – საზომთა სისტემა, რომელიც ემყარება ორ ძირითად ერთეულს: სიგრძის (მეტრი – მ) და მასის (კილოგრამი – კგ). საზომთა მეტრული სისტემა შექმნეს საფრანგეთში XVIII საუკუნის ბოლოს. 1875 წელს პარიზში 17 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მეტრულ კონვენციას და შეიქმნა ზომა-წონათა საერთაშორისო კომიტეტი. საზომთა მეტრულ სისტემაში შედიოდა შემდეგი ერთეულები: სიგრძის (მეტრი), ფართობის (კვადრატული მეტრი (მ2)), მოცულობის (სტერი – 1 მ წიბოს მქონე კუბის მოცულობა), თხევადი და ფხვიერი სხეულების ტევადობის (ლიტრი – 0,1 მ წიბოს მქონე კუბის მოცულობა) და მასისა (კილოგრამი – 4° C -ზე, 0,1 მ წიბოს მქონე კუბის შემავსებელი წყლის მასა). მეცნიერებისა და ტექნიკის შემდეგმა განვითარებამ გამოიწვია მრავალი ფიზიკური სიდიდის ერთეულის დადგენის აუცილებლობა. შეიქმნა ერთეულთა დარგობრივი მეტრული სისტემები მექანიკური, ელექტრული და მაგნიტური, სითბური, აკუსტიკური და სინათლის სიდიდეებისათვის. დარგობრივი სისტემების ბაზაზე მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა დარგისთვის დამუშავებულია უნივერსალური ერთეულთა საერთაშორისო სისტემა (SI), რომელიც 1960 წელს დაამტკიცა ზომა-წონათა XI გენერალურმა კონფერენციამ 1960 წელს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები