საზღვაო ბლოკადის გარღვევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზღვაო ბლოკადის გარღვევა – შეიარაღებული ძალების სახეობების შენაერთების, ნაწილების საბრძოლო მოქმედებები, რომელთა მიზანია დარღვეული გარე კავშირების აღდგენა ზღვის გავლით. ასევე ფლოტის ძალების საზღვაო (საოკეანო) საბრძოლო მოქმედებების თეატრზე გაყვანა. მიზანს აღწევს ოპერაციების ან საბრძოლო მოქმედებების წარმოებით. მათი მსვლელობის დროს საზღვაო ბლოკადის განმახორციელებელი ანადგურებს ან ასუსტებს მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფებას.