საზღვაო კონვენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზღვაო კონვენცია – იმ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ერთ-ერთი ფორმა, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს მსოფლიო ოკეანის გამოყენების სფეროში. ზოგიერთი საზღვაო კონვენცია ზღვაზე შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში მეომარ, არამეომარ და ნეიტრალურ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს არეგულირებს.