საზღვრისპირა საზღვაო ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზღვრისპირა საზღვაო ზონა – ადგილი სახელმწიფოს ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე მისი მიმდებარე ტერიტორიული წყლებით. საზღვრისპირა საზღვაო ზონის ფარგლებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიზნით წესდება სპეციალური რეჟიმი, ხოლო სასაზღვრო ჯარები ახორციელებენ ღონისძიებებს დამრღვევთა წინააღმდეგ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017