საზღვრის რედემარკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვრის რედემარკაცია – მოსაზღვრე სახელმწიფოების მიერ სახელმწიფო საზღვრის დემარკირებული ზოლის ერთობლივი შემოწმება, აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილზე აღდგენა მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.

სასაზღვრო ხელშეკრულებები, ჩვეულებრივ, შეიცავს დებულებებს, რომელთა თანახმად, მოსაზღვრე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან განახორციელონ რედემარკაცია ან საზღვრის ზილის შემოწმება გარკვეული პერიოდებით, რაც განსაკუთრებით ეხება საზღვრის სამდინარო მონაკვეთებს (სასაზღვრო მდინარეები), რედემარკაციას თან ახლავს ახალი დოკუმენტების შედგენა სპეციალური კომისიების მიერ, რომლებიც, როგორც წესი, ექვემდებარება დამტკიცებას მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად და ძალაში შედის მათი დამტკიცების შესახებ უწყებათა გაცვლის შემდეგ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები