სათადარიგო მართვის პუნქტი
სათადარიგო მართვის პუნქტი – მართვის პუნქტი, განკუთვნილი მართვის მდგრადობის, საიმედოობის და უწყვეტობის ამაღლებისთვის. სათადარიგო მართვის პუნქტიდან ხორციელდება მართვა ძირითადი მართვის პუნქტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ან მისი გადაადგილებისას, ასევე – გარემოებიდან გამომდინარე ცალკეული მართვის ამოცანების შესრულებისას. იქმნება შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანებებსა და შენაერთებში; სამხედრო-საჰაერო ძალებში და საჰაერო – სადესანტო ჯარებში.
ჩვეულებრივ სათადარიგო მართვის პუნქტის გაშლა ხდება სამეთაურო პუნქტის გაშლასთან ერთად და მის ხელმძღვანელად ინიშნება მეთაურის მოადგილე. პუნქტიდან ორგანიზებული უნდა იყოს უწყვეტი კავშირი მართვის პუნქტთან, დაქვემდებარებული და ურთიერთმოქმედი ჯარების (ძალების) მართვის პუნქტებთან. მეთაურის სათადარიგო მართვის პუნქტზე გადასვლის შემთხვევაში ეს უკანასკნელი ხდება მართვის პუნქტი, ხოლო ყოფილი მართვის პუნქტი ამ მომენტიდან ხდება სათადარიგო მართვის პუნქტი მისთვის შტაბიდან გამოიყოფა ძალები და საშუალებები, აგრეთვე კავშირგაბმულობის, უზრუნველყოფის და მომსახურების ნაწილები (ქვედანაყოფები). ის შეიძლება იყოს მოძრავი (საველე, საჰაერო, სახომალდო, სარკინიგზო) და სტაციონარული.