სათადარიგო რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სათადარიგო რაიონი – ადგილმდებარეობის რაიონი, მომზადებული ან განსაზღვრული ქვედანაყოფის (ნაწილის, შენაერთის) მიერ დასაკავებლად განლაგების ადგილის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში. მისი დაკავება ხდება მოწინააღმდეგის დარტყმებისგან ჯარების (ობიექტების) გამოყვანის მიზნით, აგრეთვე ძირითადი რაიონის დატბორვის ან დასნებოვნების საფრთხის შემთხვევაში.