სათავადაზნაურო ბანკის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სათავადაზნაურო ბანკის თეატრი – 1878 წელს ა.ფონ-სკოინის პროექტით თეატრად გადაკეთდა გ. არწუნისეული ქარვასლის ერთი ნაწილი და მასში პირველი კერძო თეატრი გაიხსნა. ეს შენობა შეიძინა სათავადაზნაურო ბანკმა, რის გამოც, მას საბანკო თეატრსაც უწოდებდნენ. თავდაპირველად 400 მაყურებელზე გათვლილი თეატრალური დარბაზი ნახევარწრიული ფორმის ორიარუსიანი სივრცეა. 1887-1888 წლებში თეატრის ინტერიერი ანტრეპრენიონ ფორკატის ინიციატივით გადაკეთდება და მაყურებელთა დარბაზის ტევადობა 700 ადგილამდე გაიზრდება. პარტერის გარდა, იგი მოიცავს ბენუარის ლოჟებს, ბელეტაჟის ლოჟებს, გალერეასა და ამფითეატრალურად გადაწყვეტილ ქანდარას.

მნიშვნელოვანი ცვლილებები თეატრში 1906-1908 წლებშიც მიმდინარეობს და, ინტერიერის გარდა, მის საფასადო ნაწილსაც ეხება. ამპირის სტილში გადაწყვეტილი სათეატრო შენობა 1914 წელს მომხდარი ხანძრის დროს განადგურდა. სასახლის ქუჩაზე განთავსებული სათავადაზნაურო ბანკის თეატრი ოვალური ფორმის ორიარუსიანი მაყურებელთა დარბაზითა და ღრმა სცენა- კოლოფით XIX საუკუნის რანგული თეატრების გავრცელებულ ნიმუშს წარმოადგენს.


წყარო

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები