სათავე წყალმიმღები ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სათავე წყალმიმღები ნაგებობაჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის:

ა) ჰიდროკვანძის ნაგებობისათვის გამოყოფილი გასხვისების ზოლის ფარგლებში მოქცეული მიმდებარე მდინარის (ზედაპირული წყალსადინარის) უბანი;
ბ) ჩამკეტ-სარეგულაციო ფარები და მათი ამწე მექანიზმები, რომელთა დარეგულირებით ხდება სათავე ჰიდროკვანძის ფარგლებში მდინარის ნაკადის ტრანზიტულად გატარება, წყლის წყაროდან საჭირო რაოდენობის წყლის აღება და მიმდებარე ტერიტორიის სათავე ჰიდროკვანძის ზედა ბიეფში შეტბორილი წყლის გადადინებისგან დაცვა;
გ) ჰიდროტექნიკური გამრეცხი, ნატანდამჭერი და ხრეშდამჭერი გალერეები, სალექრები, ნაგავდამჭერი გისოსები, ნაგებობები და მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის წყაროდან ასაღები წყლის გაწმენდას ნატანისა და შეტივნარებული ნაგვისგან;
დ) მაგისტრალური არხის საწყისი მონაკვეთი წყალმიმღები კვეთიდან სათაო ჰიდრომეტრიულ პოსტამდე;
ე) თევზგამტარი და თევზდამცავი ნაგებობები და მოწყობილობები;
ვ) გეოდეზიური რეპერები და ნიშნები, ჰიდროპოსტების საკონტროლოგამზომი აპარატურა, ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირის საშუალებები და მოწყობილობები, მისასვლელი გზები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები