სათაი-ხანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სათაჲ-ხან-ი (ჩეჩნ. Сатай-хан) – ნართული ეპოსის ჩეჩნური ვერსიის ეპიზოდური პერსონაჟი, ნართი ნაურის ულამაზესი და ერთგული ცოლი, რომელსაც ქმრის მოკვლის შემდეგ ნოღაელი მირზა აუპატიურებს. გაუბედურებული ქალი თავს მდ. თერგში იხრჩობს. სათაჲ-ხანის პატივსაცემად იმ ადგილს, საიდანაც ქალი მდინარეში გადახტა, ხალხმა სათაჲ-თე – „სათაჲს სიმაღლე“ უწოდა.
ლიტერატურა
Антология ингушского фольклора. Т. 4. Нальчик, 2006.